ლიტერატურული მიმოხილვა
ექსპერიმენტის მომზადება
ექსპერიმენტის შედეგები
მეგობრობა
დასკვნა
გამ. ლიტერატურა

შესავალი

პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ცეოლითების გამოყენებით დაჯილდოებულია: I ნაწილი I ხარისხის დიპლომი ფონდ ირმის ნახტომი - კონკურსი iEARN ფერადი პლანეტა 2006".

I II ნაწილი I ხარიხსი დიპლომი 61 სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია.

I II ნაწილი ოქროს მედალი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა I საერთაშორისო ოლიმპიადა.

         

2006 წელს ჩატარებული სავეგეტაციო ცდის დადებით შედეგებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ 2007 წელს გაგვეგრძელებინა კვლევები, სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურებზე სხვადასხვა პირობებში.

ამ ეტაპზე პროექტში ჩაერთნენ ძეგვის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ქნ ნანა ხეჩიაშვილი და მისი მოსწავლეები (VIII-X კლასი).

 

ლიტერატურული მიმოხილვა

ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გარემოსა და გარემო ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირს. ტერმინი ეკოლოგია შემოღებულია გერმანელი ბიოლოგის ჰეკელის მიერ 1866 წ. ხოლო ეკოლოგიამ აქტიური განვითარება ჰპოვა  XX საუკუნის 30-იან წლებში. სიტყვა ეკოლოგია  ბერძნული სიტყვა და ნიშნავს OIKOS სახლი, ბინა, სამშობლო, LOGOS -  სწავლება.

გარემოს ნებისმიერ ელემენტს რომელსაც შეუძლია იქონიოს ირიბი ან პირდაპირი ზეგავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე, უწოდებენ ეკოლოგიურ ფაქტორს. პირობითად მათ ჰყოფენ 1) ბიოტიკურ და 2) აბიოტიკურ ფაქტორებად.

ბიოტიკური ფაქტორებია საკვები პროდუტები, ასევე ფაქტორები, რომლებიც ხასიათდება ურთირთკავშირებით ცალკეულ სახეობებსა ან ერთი სახეობის ჯგუფებს შორის (მაგ კონკურენცია ტერიტორიების, საკვების, წყლის გამო და ა.შ. აბიოტიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა ნალექი, ატმოსფერული წნევა, ქარი, ატმოსფეროს იონიოზაცია და სხვა.

კონკრეტული სახეობის ან მისი ცხოვრების   ყველა პირობის ეკოლოგიური  დახასიათების კუმულაცია შეადგენს ე.წ. სახეობის ეკოლოგიურ ნიშას. ევოლოლუცის მიმდინარეობის მთელ პერიოდში ყოველი სახეობა შეგუებულია განსაზღვრულ ეკოლოგიურ ნიშაში ცხოვრობას. მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ საერთო ტერიტორიაზე, სადაც ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში  არსებობენ ყოველგვარი საზღვრების გაცვლის გარეშე, შეადგენენ ე.წ. შეკრულ სისტემას, წარმოადგენენ ე.წ. ეკოლოგიურ სისტემას.

ცოცხალი ორგანიზმების შესწავლა ადამიანის ჩათვლით, გარემო პირობებთან ურთიერთობაში ითხოვს არამარტო ბიოლოგიურ მეთოდების გამოყენებას, არამედ სხვა ბევრი მეცნიერული მეთოდების გამოყენებას. კერძოდ ფიზიკა, ქიმია, გეოლოგია, გეოქიმია, გეოგრაფია, ეკონომიკა და სხვა. ასევე ეკოლოგიური მიმართუკლებით პარაზიტოლოგიაში ხელს უწყობს  ადამიანის ბუნებრივ - კერობრივი დაავადებების შესწავლას.

მთელი დედამიწის მასშტაბით ეკოლოგიურ პრობლემებში ძალიან დიდი როლი უკავია ადამიანის პრაკტიკულ მოღვაწეობას.

ატმოსფეროს, ტბების, მდინარების, ოკიანის დაბინძურებამ, ბუნებრივი საფარის განადგურებამ, ბევრი ცხოველის სახეობების ამოწყვეტამ, ნიადაგის გამოფიტვამ და სხვა პრობკლემებმა, გახადა აუცულებელი, რომ ჩამოყალიბებულიყო გარე სამყაროს დაცვის სამსახური, რამაც ხელი შეუწყო ეკოლოგიური კვლევბის განვითარებას.

ეკოლოგის წინაშე დადგა ბიოლოგიური რესურსების ექსპლუატაციის ამოცანა, დედამიწაზე ადამიანის შემოქმედების გავლენის შედეგად გარემოს ცვლილებების შესწავლის  და პროგნოზირებისა, ასევე ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების დამუშავების  მეთოდების მართვისა.

მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედეამიწის ბიოსფერო განიხილება ადამიანის  ეკოლოგიური ნიშის ხარისხში. ანუ გარე სამყარო და ადამიანთა სამრეწველო საქმიანობა ერთიანდება ერთ  სისტემაში ბუნება საზოგადოება. ამას უკვე მივყავართ ეკონომიკის, ტექნლოლოგის  და წარმოების ორიენტაციების შევლისკენ.

ეკოლოგიური აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა იმ საშუალებების აღწერა, რომლებიც აუცილებელია არამარტო გარემოს ათვისებისთვის, არამედ მისი აღდგენისა და დაცვისთვის. ეკოლოგიაში თანამედროვე ადამიანის ზემოქმედება ბიოსფეროზე მოითხოვს საერთაშორისო ურთიერთობებს.

პომიდორი (licopersicum esculentum Mull) - ერთწლიანი მცენარეა. მიეკუთვნება ძაღლყურძენასეებრთა ოჯახს. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკა და მექსიკაა. ტროპიკულ პირობებში   პომიდორი მრავალწლიანი მცენარეა, იგი სითბოს მომთხოვნია, მისი თესლები გაღვივებას იწყებს 130 -150 C ტემპერატურაზე.

თესლების გაღვივებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 180-2100C ხელშემწყობი ტემპერატურა მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის არის 220-2400C. 1500C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მრავალი ჯიშის მცენარეთა ზრდა ნელდება, ხოლო 3500C-ზე ზემოთ წყდება. პომიდორი ვერ იტანს ჰაერის მაღალი შეფარდებით ტენიანობას, ამ დროს მცენარები ძლიერ ზიანდებიან სხვადასხვაგვარი დაავადებებით. პომიდვრისთვის საუკეთესო ჰაერის ტენიანობაა 45-60%. ნიადაგის ზედმეტი ტენიანობა მავნე გავლენას ახდენს პომიდორზე,  ფოთლები ქვედა მხრიდან ღებულობენ მოლურჯო იისფერ შეფერილობას.

ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა პომიდვრის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

პომიდვრის ჩითილები სასურველია დაირგას მაისის ბოლოს.

წიწაკა - (Capsicum Annum L) მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას. იგი უმეტესად ჩითილის მეთოდით მოჰყავთ.

ცნობილია ტკბილი და ცხარე წიწაკის ჯიშები (ჩვენ შემთხვევეში ავირჩიეთ ტკბილი წიწაკა).

წიწაკა ბევრ სითბოს მოითხოვს. მაგრამ ნიადაგის გადახურებისაგან ძლიერ ზიანდება  ჭკნობის ავადმყოფობებით.

ზედმეტად მაღალი ტემპერატურის დროს და ტენის უკმარისობისას ირღვევა ნახშირბადური ცვლა, რომელსაც მცენარეები დაღუპვისაკენ მიჰყავს.

 

I ცეოლითი კლინოფთილოლიტი ჩამოვიტანეთ კარიერიდან. სოფ. ხანდაკი (კასპის რაიონი). დაფქვა მოხდა იქვე ქარხანაში. მეგზურობა გაგვიწია ქარხნის თანამშრომლებმა.

II ჩითილები წიწაკის შევიძინეთ ბაზარში; პომიდვრის გამოიყვანეს ძეგვის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა. 1. სოლოღაშვილი აჩიკო, კვახაძე ტიტო, ნადირაშვილი ილია. მირცხულავა რამაზი. მათვე დაამუშავეს ნიადაგი საცდელ ნაკვეთში.

III ნიადაგი მდელოს ყავისფერი და შავმიწა.

IV ქოთნები 5 კგ ტევადობის თიხის 2006 წელს შევიძინეთ შროშაში. 

 
თბილისი; საქართველო
Хостинг от uCoz