|
დასკვნა
ორი წლის სავეგეტაციო და ერთი წლის მინდვრის ცდის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ცეოლითები, როგორც დანამატი, დადებითად მოქმედებს ბოსტნეული კულტურების (სტაფილო, ტკბილი წიწაკა, პომიდორი) ბიომეტრულ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. რაც მთავარია, აშკარად ამცირებს ნიტრატების გადასვლას ნაყოფებში (იხ.ცხრილები №4, №5, №6). ექსპერიმენტის მსვლელობისას დამეგობრებულ სკოლის მოსწავლეებს შორის დამყარდა მეცნიერული ურთიერთობები. სურვილი გვაქვს ექსპერიმენტი განვახორციელოთ უფრო დიდ ფართობზე, სხვადასხვა კულტურებზე, შევისწავლოთ ცეოლითის ქიმიზმი. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევითი უნარ-ჩვევები. მოხდა მშობელთა აქტიური ჩართვა სკოლის მეცნიერულ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ქ. თბილისის რამდენიმე სკოლამ, ტარტუს, რუსული ლიცეუმის ქიმიის პედაგოგმა ქალბატონმა ტატიანა ოიავერემ. ექსპერიმენტის ამ საფეხურზე ჩართული არის №43, №170, №52, №147, №38 საავტორო, ძეგვის საჯარო სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმი. პროექტი არის მიმდინარე, მასში ჩართვა შეუძლია საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსწავლეებს.
პროექტის განხორციელებაში ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს:
ქ. თბილისის №43, №170 და ძეგვის საჯარო სკოლის პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მშობლებმა. პროექტის ავტორმა ქეთი ქიქოძემ და ძეგვის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ნანა ხეჩიაშვილმა. ქველმოქმედების სახით დაგვეხმარნენ:
ცეოლითის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი და თანამშრომლები. ქ. თბილისის სავაჭრო ცენტრ მერკადოს მეცნიერ თანამშრომელს ქ-ნ მედიკო ბუგიანაშვილს. პროექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი ქალბატონი შორენა აბესაძე. ქ.თბილისის №43 და №170 საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგები ქალბატონი ეკა გოგლიძე, ლია უნგიაძე. №43 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი. №170 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა ქავთარაძე. |
||||||
თბილისი; საქართველო |