ლიტერატურული მიმოხილვა
ექსპერიმენტის მომზადება
ექსპერიმენტის შედეგები
მეგობრობა
დასკვნა
გამ. ლიტერატურა

 

ექსპერიმენტალური ნაწილი

 

ყველა ექსპერიმენტის დაყენებისას ვახსენებდით მცენარეულობის, მევენახეობის და მეღვინეობის  მფარველ ღმერთს დიონისეს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ცეოლითების მოქმედება სუფთა ნიადაგზე (მინერალური სასუქების დამატების გარეშე)

 

სავეგეტაციო ცდა

სავეგეტაციო ცდა დავაყენეთ სქემის მიხედვით:

1.         საკონტროლო (მხოლოდ ნიადაგი);

2.         საკონტროლო +3 გ ცეოლითი (1 კგ. ნიადაგზე);

3.         საკონტროლო +8 გ ცეოლითი (1 კგ ნიადაგზე);

 

ცდის დაყენებაში მონაწილეობდნენ: №43 საჯარო სკოლის IX2 კლასის მოსწავლეები: ბეგაშვილი სოფიო, ანჩაბაძე სალომე, ჩაჩიბაია ნიკა, ჯანდიერი ერეკლე.  

ნიადაგი ავიღეთ ნიკა ჩაჩიბაიას ეზოდან გავცერით, თითოეული ქოთნისთვის ავწონეთ 5კგ. ნიადაგი, რომელსაც შევურიეთ ცდის სქემის მიხედვით, წინასწარ გაცრილი და აწონილი ცეოლითი. გადავიატანთ ქოთნებში, ჩავრგეთ წიწაკის ჩითილები. სავეგეტაციო სახლის მოვალეობას ასრულებდა ქ. თბილისის ევროპული სკოლის VI კლასის მოსწავლე ნინო ჭყონიას ბინის აივანი.

               

იმავე დღეს იგივე სქემის მიხედვით ცდა დააყენეს, ქ. თბილისის №52 საჯარო სკოლის III და IV კლასის მოსწავლეებმა ნიკა და თორნიკე ცირეკიძეებმა. ნიადაგი ჩამოიტანეს თავიანთი სოფლიდან - გიორგი წმინდა. ექსპერიმენტის მსვლელობას აკვირდებოდა ქ. თბილისის N38 საავტორო სკოლის მოსწავლე ნიკა შულაია.

საგვეტეცაიო სახლის მოვალეობას ასრულებდა პროექტის ხერმძღვანელის ქ. ქიქოძის აივანი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარალელური ცდების დაყენების მიზანი იყო შეგვესწავლა ცეოლითების გავლენა მცენარის ნაყოფში. ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის შემცირებაზე. შესაბამისად ექსპერიმენტი ტარდებოდა ქ. თბილისის ორ რაიონში, მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული და არადაბინძურებლი ტერიტორიებზე (აპარატურის და თანხების უქონლობის გამო კვლევების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა).

ცდა თავდაპირველად ირწყვებოდა 200მლ წყლით, ჩითილების განვითარების შემდეგ, მოხდა გამოხშირვა. ქოთანში დავტოვეთ თითო მცენარე. მორწყვა გრძელდებოდა დღე-გამოშვებით 250მლ წყლით. ნაყოფების წარმოქმნის შემდეგ კი სამ დღეში ერთხელ.

ექპერიმენტის მიმდინარეობისას  ვაკვირდებოდით მეტეროლიგიური პირობებს. ივლისი და აგვისტო  ძალიან ცხელი იყო; ცდის დასრულების შემდეგ ჩავატარეთ ბიომეტრული და ბიოქიმიური გამოკლევები  (ცხრილი N4).

თბილიში სტუმრობისას ექსპერიმენტის მსვლელობის პროცესს გაეცნო ქალბატონი ტატიანა ოიავერე - ტარტუს რუსული ლიცეუმის ქიმიის ბედაგოგი, ვეფხვის ნახტომის წარმომადგენელი ესტონეთში. იგი დაინტერესდა პროექტით და გამოთქვა სამომავლოდ მასში ჩართვის სურვილი.

     

      

      

 

მინდვრის ცდა

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ცეოლითის გავლენა სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურაზე. (წიწაკა, პომიდორი). მინდვრის პირობებში ცდის სქემა.

           1. საკონტროლო - ნიადაგი     

              2. საკონტროლო +1,5კგ/მ...

              3. საკონტროლო + 1,8/მ...

              4. საკონტროლო + 2,1კგ/მ...

 

ცდის დაყენების წინა პირობა.

w         ნიადაგის დამუშავება;

w         ფართის აზომვა, დაყოფა;

w         ცეოლითის აწონვა და ნიადაგში შეტანა;

w         ჩითილების მომზადება;

w         ჩარგვა, დათესვა.

    

მინდვრის ცდები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა დააყენეს სხვადასხვა ადგილებში; ფართი 4მ2; თითოეული დანაყოფის 1მ2 ჩითილების  რაოდენობა 1მ2 იყო 6 ცალი.

ჭარხალი ცდა დავაყენეთ ქ. თბილისის №32  სკოლის მოსწავლე ირაკლი სირბილაშვილის ეზოში (სანზონა). ცდის დაყენებასა და დაკვირვების პროცესში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის №43 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ირაკლი სირბილაშვილი, ქეთი მურღულია, ნატო სამხარაძე, მარი პაპიძე, სოფო ჯამრულიძე, ანა გოგოლაძე, ბესო გოგუა, თემო რეხვიაშვილი. ექსპერიმენტს ხემძღვანელობდა ირაკლი სირბილაშვილის დედა ალინა კაპანაძე.

მოსწავლეებმა ცდის დაყენებამდე ახსენეს დიონისე და სანთლები დაანთეს.  ცდა დავაყენეთ ივლისის ბოლოს, რაც ჭარხლისთვის დაგვიანებული აღმოჩნდა. განვითარდა მხოლოდ მწვანე მასა. ძირხვენებმა განვითარება ვერ მოასწრეს. ექსპერიმენტის შედეგი ნაწილობრივ მიღწეული იყო, საკონტროლო ვარიანტში მწვანე მასა შედარებით პატარა და სუსტი იყო ვიდრე, საკვლევ ვარიანტში.

  

      

      

 

II. ბულგარული წიწაკა

 

ცდის დაყენების პირობები და სქემა იგივეა.

ექსპერინემტი დავაყენეთ  ქ. თბილისის №170  საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე სალომე ყიფიანის ეზოში (ქ. თბილისი, საბურთალო); ცდის დაყენების, დაკვირვების და კრეფვის პროცესს  აწარმოებდნენ №170 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, სალომე ყიფიანი, ლილიკო მორალიშვილი, ნათია გოშაძე, ანა გურგენიძე, №43 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები სოფო ჯამრულიძე, ანა გოგოლაძე, №161 საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლე ელენე გოდერძიშვილი. ექსპერიმენტის მსვლელობას მეთვალყურეობას უწევდა №170 სკოლის დირექტორის მ/შ ნინო ტაბატაძე.

ბიომეტრიული და ბიოქიმიური ანალიზის შედეგი იხილეთ ცხრილი № 5.

 

            

     

 

  1. პამიდორი ძეგვის საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გააკეთა ქ. თბილისის 43 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, პროექტის იდეის ავტორმა ბექა ბარბაქაძემ.

 

ცდის დაყენების პირობები და სქემა იგივეა.

ექსპერინემტი ჩატარდა ნაკურთხევაში (ძეგვი მცხეთის რაიონი). მონაწილეობდნენ ქ. თბილისის №43, №170 და №147 საჯარო და ძეგვის საჯარო სკოლის VIII, IX, X კლასის მოსწავლეები.

№43 სკოლა ნიკა ცისკარიშვილი, დათო მეტრეველი, თამუნა კაცაძე, სალომე ქიმაძე, თეონა სოლომონია, მედეა ქიტიაშვილი, ქეთი გლოველი, მარი ღამბაშიძე, ნინო წომაკურიძე, მარი ხეჩიაშვილი.

№170 საჯარო სკოლის მასწავლებლები, სალომე ყიფიანი, სალომე ანთელავა,  ხურცილავა ნინო.

№147 საჯარო სკოლის მოსწავლეები, თიკო და ვაკო ენუქიძეები.

ექსშერიმენტში დარგვიდან - მოსავლის აღებამდ აქტიურად ჩართულები იყვნენ ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები; მარი და მერი სოლოღაშვილები, ხატია ირემაშვილი, ბელა მუშკუდიანი, ნათია იშხანაშვილი.

ექსპერინემტის მსვლელობისას, ძეგვში რამდენჯერმე ჩავიდნენ №43, №170 და №147 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მსვლელობას მეთვალყურეობას უწევდა ძეგვის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ქნი ნანა ხეჩიაშვილი, ქნი ციცო პაპიაშვილი და ქიმიის ლაბორანტი  ქნი ციცო სააკაშვილი.

 

ძეგვის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგის და მოსწავლეების ჩანაწერები ექსპერიმენტის მიმდინარეობისას

არასტაბილური ამინდის შედეგად პომიდორს გაუჩნდა დაავადება ალტერნარიოზი. შევწამლეთ იტერალის ხსნარით (ერთჯერადი შეწამვლისთვის 5მლ ხსნარის ვაზავებდით 7ლ წყალში). შეწამვლა მოხდა სამჯერ, საღამოს საათებში ორდღიანი ინტერვალით.

ცეოლითების დადებითი გავლენა ჩითილების განვითარებაზე ექსპერიმენტის დაწყებისთანავე შეიმჩნეოდა. დანაყოფებში სადაც იყო შეტანილი 1.8კგ/მ2 და 2.1კგ/მ2.

ჩითილები უფრო სწრაფად განვითარდნენ. ღეროები გაძლიერდნენ, პირველად ამ ნაწილში დაიწყო ყვავილობა და ნაყოფების გამოტანა. სხვა ბიომეტრული მონაცემები იხილეთ ცხრილ  N6-ში.

22.07.07 მე3 და მე4 დანაყოფებში მოხდა პირველი ნაყოფების მოკრეფა. II - ში მოვკრიფეთ 1.08.07 - ში, I - ში ნაყოფები დამწიფდნენ 5.08.07 - ში.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ფოთლები გაყვითლდნენ და დაიწყეს ცვენა. მოვკრიფეთ ბოლო პომიდვრები, ექსპერიმენტი დასრულდა 31.10.07ში.

ბიოქიმიური ანალიზის შედეგები იხილეთ ცხრილში  № 6.

        

      

      

 

აქვე უნდა აღინიშნოს ქ. თბილისის 43 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის სოფიკო ბეგაშვილის ჩანაწერი.

 არდადაგების დროს  ექსპერიმენტი ჩავატარე  სოფ. ანაშენში (გურჯანის რნი).

მე და ბებომ ჩვენს ბოსტანში გაშენებულ კიტრსა და პომიდვრის  ჩითილებს დავუყარეთ ცეოლითით გაჯერებული ორგანული სასუქი. მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებულად ვუვლიდი და ვაკვირდებოდი ამ მცენარეებს.

როგორც დაკვირვებამ მიჩვენა მცენარეები უფრო სწრაფად გაიზარდნენ, ღერო დაიმსხვილეს და მოსავალიც კარგი მოგვცეს.

ექსპერიმენტის მსვლელობის შესახებ პრეზენტაცია გავაკეთეთ მცხეთის რაიონის რესურს ცენტრში. რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა ზანგურაშვილს და მის მოადგილეს ქნ ციალა ხარებავას (რომელიც ესწრებოდა პროექტის პრეზენტაციას ძეგის საჯარო სკოლაში) გავუმასპინძლდით  პომიდვრებით.

 

თბილისი; საქართველო
Хостинг от uCoz