ლიტერატურული მიმოხილვა
ექსპერიმენტის მომზადება
ექსპერიმენტის შედეგები
დასკვნა
გამ. ლიტერატურა
 

 

ლიტერატურული მიმოხილვა

სტაფილო - ეს კულტურა ხარობს დედამიწის ყველა კუთხეში, ამიტომ  მსოფლიოს ყველა მოსწავლეს შეძლია აწარმოოს ცდები, დაკვირვებები და ბიოქიმიური გამოკვლევები.

სწორდ ამან განაპირობა საკვლევ ობიექტად  სტაფილოს შერჩევა.

სტაფილო - (Daucus carota L). ქოლგოსანთა ოჯახის ძირხვენა მცენარეა. თუ როდის  ან ვის მიერ იქნა შემოტანილი საქართველოში ეს მცენარე დღემდე  უცნობია,აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბაგრატიონმა 1841 წელს საქართველში  არსებულ ბოსტნეულთა სიაში შეიტანა სტფილოც.

სტaფილო - ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს იგი იკეთბს ფოთლებს და წარმოქმნის ნაყოფს. მეორე წელს კი გვაძლევს თესლს. მისი განვითარბისათვის აუცილებელია: სითბო, სინათლე,ჟანგბადი, და ასევე უნდა იყოს დაცული ტენის  და საკვები ელემენტების შემცველობა. იგი სიცივისადმი გამძლეა. თესლი შეიძლება აღმოცენდეს  4-50C-ზე. მაქსიმალური ტმპერატურა  18 - 250C. ამაზე მაღალი ტემპერატრა უარყოფითად მოქმედებს მოსვლიანობაზე, ფოტოსინთეზზე. ვეგეტაციის პერიოდში წყლის ნაკლებობაც აფერხებს მოსავლიანობის მატებას.

ნიადაგში ზედმეტი  მჟავიანობა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს სტაფილოზე. pH  უნდა  იყოს ნეიტრალური. ნიადაგში საკვები ელემენტების ნაკლებობა არ შეიძლება  გაიზარდოს  მხოლოდ სასუქების  რაოდენობის  გაზრდით. უნდა გავზარდოთ მათი შთანთქმის უნარი რაც მიიღწევა სხვადსხვა დანამატებით, პესტიციდებით და სხვა. ჩვენ შემთხვევაში ვიყენებთ ცეოლითებს.

სტაფილოს ძირხვენები კაროტინის (ვიტამინი A) წყაროდ ითვლება. 100 გ ახალი სტაფილო  9 მგ-დე კაროტინს შეიცავს. ადამიანის ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნილება კი 15 მგ-ს შეადგენს. სტაფილოს ძირხვენები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (თიამინს, რიბოფლავინს, ნიკოტინ მჟავას). ასკორბინმჟავა (ვიტამინი  C) სტფილოში არის 5-დან 16 მგ%-მდე. მინერალური მარილებიდან სტაფილოში ყველაზე მეტია კალიუმი. მსოფლიოში გავრცელებულია სტაფილოს სხვადასხვა ჯიშები. ჩვენ შემთხვევაში შევარჩიეთ  ნანტის ჯიში.

 ნიადაგი - მდელოს ყავისფერი, აღებული იყო N43 საჯარო  სკოლის ეზოდან.

ცეოლითი - კლინოფთილოლითი - კასპის რაიონიდან, რომლითაც უზრუნველგვყო პ. მელიქიშვილის სახელობის თბილისის  ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტმა.

მინერალური სსუქები - ამონიუმის გვარჯილა  NH4NO3 34% - თეთრი;

კალციუმის სუპერფოსფატი Ca3(PO4)2 46%  - თეთრი;

კალიუმის ქლორიდი  KCl - 20% აგურის ფერი.      

 
თბილისი; საქართველო
Хостинг от uCoz