ჩვენს შესახებ
ნიტრატები
ცეოლითები
ექსპერიმენტი
გამ. ლიტერატურა
კონტაქტი

ცეოლითები

1756 წელს შვედმა მეცნიერმა მინეროლოგმა  ა. კრონშტენდტმა აღმოაჩინა მინერალი ცეოლითი სუფთა სახით. მინერალი სტილბიტი ალში გაცხელებით ფუვდება. კრინშტენდტმა ამ მინერალის  ცელითი უწოდა, რაც ბერძნულად ნიშნავს მდუღარე ქვას თავის უახლეს ნაშრომში ამერიკელმა მეცნიერ-მკვლევარმა ფ. მამპტონმა ამ მინერალს ჯადოსნური ქვები დაარქვა.

ეოლითები არის მინერალთა ჯგუფი მინისებური და  სარკისებური ბზინვარებით, რომელიც შეიცავს წყალს. ახასიათებს წყლის როგორც გამოყოფა, ასევე შთანთქმა. ცეოლითებს აქვთ ჰიდროალუმო-სილიკატების კარკასულ კრისტალური აგებულება, რომელშიც ჩართულია ზოლები და არხები კათიონებით და წყლის მოლეკულებით. კათიონები და წყლის მოლეკულები ხასიათდებიან მოძრაობ.

თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა  ამ მინერალების მოძიება და აღმოჩენა.

60-იანი წლების ბოლომდე ცეოლითური მინერალები  აღმოჩენილი იყო ძირითადად ბაზალტებში, ადეზიტებში და სხვა ვულკანური წარმოების ქანებში. ასეთი წარმოშობის  ცეოლითები წარმქმნიან მსხვილ, კარგად გაფორმებულ კრისტალებს. მაგრამ მთის ქანებში მათი მცირე რაოდენობის გამო მათ ვერ ჰპოვეს პრაქტიკული გამიყენება.

ამ მინერალების მახასიათებელი ყველა საინტერესო თვისება გამოკვლეული იყო სწორედ კრისტალებზე. ჯერ კიდევ 1858 წელს მიღებული იქნა ბუნებრივი ცეოლითების კათიონ - მიმოცვლითი თვისებების  რაოდენობითი მონაცემები ანუ ერთი კათიონის  შექცევადი ჩანაცვლება მინერალის სტრუქტურაში სხვა  კათიონებით.

მეტად მნიშვნელოვანი თვისება დადგენილი იქნა ასევე წინა საუკუნეში - ცეოლითის კრისტალების  უკუდეჰიდრატაცია (ე.ი. წყლის დაკარგვა) სტრუქტურის რღვევის გარეშე და, რაც მთავარია, სხვადასხვა ორგანულუი ნაერთების მიმართ დიდი შთანთქმის უნარი.

ყველა ცნობილი  ასორბეტიდან ცეოლითები ყველაზე მეტად ჰიდროფილურებია ანუ პირველი რიგში  სელექტურად შთანთქავენ (ადსორბირებენ) წყლის ორთქლს.

1925 წელს  აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი თვისება: შთანთქავს გარკვეული ნივთიერების  მოლეკულები და არ ასორბიროს სხვა ნივთიერების მოლეკულები, რაც დამოკიდებულია  მოლეკულის გეომეტრიულ  კონფიგურაციაზე. ამ აღმოჩენამ  საშუალება მისცა ადსორბციის ცნობილ ინგლისელ მეცნიერს მაკ ბენს ქიმიაში შემოიღო  ახალი  ტერმინი - მოლეკულური საცრები. მოლეკულური საცრები ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო  საცრის გარკვეულ ანალოგს წარმოადგენს.

ცეოლითების  კათიონმიმოცვლითი და ადსორბციული საინტერესო თვისებების აღმოჩენამ, რომელიც შერწყმულია  მოლეკულურ-საცრულ ეფექტთა, დიდი ინტერესი გამოიწვია ტექნიკურად განვითარებულ ქვეყნების მეცნიერებაში.

ბუნებრივი ცეოლითების სამრეწველი საბადოები გვხვდება: აშშ, იაპონიაში, რუსეში, ბულგარეთში, იტალიაში, უნგრეთში, ახა ზელანდიაში და სხვა.

ჩვენი რესპუბლიკა მოიცავს ამ ძვირფასი ნედლეულის  ფართო ასორტიმენტს. საქართველის გააჩნია ისეთი ცეოლითები, როგორიც არის კლინოტილოლიტი, ჰეილანდიტი, მორდენიტი, ანაციმი, მანტიტი, ფილიფსიტი.

ბუნებრივი ცეოლითების საბადოების აღმოჩენის სამუშაოები ქართველმა გეოლოგებმა დაიწყეს ჯერ კიდევ ჩვენი ასწლეულის 30-40-იან  წლებში აკადემიკოს  ა. თვალჭრელიძის ხელმძღვანელობოთ და გაგრძელდა პროფესორ  ე. გვახარიას, აკადემიკოს გ. ძოწენიძისა და აკადემიკოს ნ. სხირტლაძის მიერ.

ლინიპტილოლით-ჰეილანდიტის შემცველი ტუფები  აღმოჩენილია ძეგვი-თეძამის რაიონში.

მორდენიტის შემცველი - ბოლნისში. ანალციმის - ქუთაისის მახლობლად. ფილიფსიტის - გურიასა და  და სამხრეთ საქართველოში. ხოლო ლომონტიტის შემცველი ქანები - თბილისის მახლობლად.

ცეოლითების კვლევისა და გამოყენების სფეროში  ინტენსიური  სამუშაოები ვითრდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტში, 1960 წლიდან დღემდე, აკადემიკოს გ. ციციშვილის და აკადემიკოს თ. ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით.

 

ცეოლითების ქიმიური შედგენილობა

 

ცეოლითების ქიმიური ფორმულა შემდეგი სახისაა:

Mx/n [Alx SiyO2 (x + y)p. H2O]

სადაც  M - ერთვალენტიანი ან ორვალენტიანი კათიონებია. ბუნებრივ ცეოლითებში ესენი ჩვეულებრივ, არის ნატრიუმი, კაიუმი, მაგნიუმი, იშვიათად ლითიუმი, ბარიუმი და სტრონციუმი. 

n - კათიონის მუხტია.

    ცეოლითები თიხებისაგან განსხვავებით  იონ-მიმოცვლის პროცესში არ  იჯირჯვება და არ იკუმშება.

ბუნებრივი ცეოლითების გამოყენება

ისინი გამოიყენება: აირადი და თხევადი სისტემების გასაშრობად. აირადი სისტემების გასუფთავებისათვის; მაგ. აშშ-ში არსებობს ნაგისა და ანაერობული გახრწნის შედეგად, აირის მისაღებ  საცდელი წარმოება. სწორედ, ბუნებრივი ცეოლითებით ხდება საწრმოო აირების გასუფთავება და ა.შ.

ბუნებრივ ცეოლითების დიდი რაოდენობით იყენებენ  სოფლის მეურნეობაში. მრავალი ცდებით დამტკიცდა: მისი გავლენა მოსავლიანობის მატებაზე, ბიოქიმიური მაჩვენებლების გაზრდაზე, ნიტრატების შემცირებაზე და ა.შ.

        აქვთ თუ არა ცეოლითებს მომავალი? აი რა თქვა  ამის შესახებ გამოჩენილმა ამერიკელმა მეცნიერმა ფ. მამპტონმა:  ცეოლითი - ეს არის XXI  საუკუნის ცივილიზაციის პროდუქტი. ფართოა პრობლემათა წრე, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია ცეოლითების საშუალებით, დაწყებული მთვარეზე ხელოვნური ნიადაგის შექმნით (აშშ), დამთავრებული ახალი ეფექტური მოქმედების წამლების წარმოებით.

დიახ! ცეოლითები - ეს მომავალია. გერმანელი ფილოსოფოსების აზრით ისინი, ხშირ შემთხვევაში, რჩებიან საგნად თავის თავში.

თბილისი; საქართველო

Хостинг от uCoz